საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობის მემორანდუმი მაკ ჯორჯიასთან (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის)

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ და მაკ ჯორჯიას აღმასრულებელმა დირექტორმა დოქტორმა ჯერემი ჯეიმს გასკილმა თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

მაკ ჯორჯია ამერიკული ორგანიზაციაა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსა და მათ ოჯახებს ეხმარება განათლების მიღებასა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო სირთულის გადალახვაში.

მემორანდუმის ფარგლებში 2023-2024 აკადემიური წლიდან, მინიმუმ ოთხი წლის განმავლობაში „მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის“ ყოველწლიურად სწავლის საფასურს დაუფინანსებს ოკუპაციური თერაპიის პროგრამის სამ სტუდენტს.

  • პირველსემესტრელები დაფინანსებისთვის შეირჩევიან ეროვნულ გამოცდაზე მიღებული სარეიტინგო ქულების საფუძველზე.
  • პირველსემესტრელთა დაფინანსების აუცილებელი პირობაა, რომ სტუდენტს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ოკუპაციური თერაპიის საბაკალავრო პროგრამა მონიშნული ჰქონდეს პირველ პრიორიტეტად.
  • თანაბარი ქულების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ სტუდენტებს, რომლებსაც საშუალო სკოლა რეგიონში აქვთ დამთავრებული.
თარიღი: 26/07/2023